საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს რეფორმა მიზნად ისახავს თანამედროვე სამუშაო ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი მომავალი თაობის აღზრდას, რაც მასწავლებლების თანამედროვე მოთხოვნებთან შესაბამისი პროფესიული განვითარებისა და ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო გარემოს უზრუნველყოფას მოითხოვს.
სსიპ ფონდი ”ირმის ნახტომი” 2005-2008 წლებში ახორციელებდა მასწავლებელთა საბაზო ტრენინგების პროგრამას ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში (ისტ). 2009 წლის იანვრიდან კი ისტ ტრენინგების განხორციელება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა განაგრძო.
ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საბაზო კურსი მასწავლებლებისთვის
კურსის მიზანი
ტრენინგ-კურსის მიზანია საქართველოს სკოლების მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლება ინფორმაციულ - საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ისტ) ათვისებისა და გამოყენების კუთხით, რაც ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესში ისტ-ის ინტეგრირებას ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებისა და პრინციპების შესაბამისად.
სამიზნე ჯგუფი
კურსის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ საქართველოს საჯარო სკოლების მასწავლებლები.
კურსის ხანგრძლივობა
კურსი 24 საათისგან შედგება - 8 დღე
ტრენინგ - კურსის შინაარსი:

კომპიუტერთან მუშაობის ელემენტარული უნარ-ჩვევები:
Ø კომპიუტერის მოწყობილობები, მაუსთან და კლავიატურასთან მუშაობა
Ø ტექსტურ რედაქტორში მუშაობა
Ø მოქმედებები ფაილებსა და საქაღალდეებზე
Ø ინტერნეტის გამოყენება პროფესიული მიზნებისთვის
Ø ელექტრონული ფოსტა
Ø მონაცემთა რედაქტირება ელექტრონულ ცხრილში
Ø ციფრული მეხსიერება
მეთოდები
კურსის მსვლელობა აგებულია აქტიური სწავლების ისეთ ფორმებზე, როგორიცაა: აქტიური ლექცია, დემონსტრირება-მართული პრაქტიკა, დამოუკიდებელი ვარჯიში და სხვ.
ტრენინგის სესიების ორგანიზების ფორმები: ინდივიდუალური, წყვილური, ჯგუფური მუშაობა.
პროგრამული უზრუნველყოფა:
MS-Office 2007, ინტერნეტ ბრაუზერი, Google ინსტრუმენტები (საძიებო სისტემა, ელ-ფოსტა).

კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემა სერტიფიკატი.
სერტიფიცირების პირობები: ტრენინგზე დასწრება მინიმუმ 18 საათის განმავლოვაში;